აკრძალული ნივთები
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საფოსტო გზავნილით შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:
- რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები;
- საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
- საკვები პროდუქცია;
- ფეთქებადი ნივთიერებები;
- მიწა და ნერგები მიწით;
- პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
- ცოცხალი ცხოველები;
- ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;
- ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი;
- ფსიქოტროპული ნივთიერებები;
- წამლები (10 შეკვრაზე მეტი);
- მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);
აკრძალული ნივთების სია ქვეყნების მიხედვით:
- ამერიკა - სითხეები, მაგნიტი, იარაღი, იარაღის ნაწილები, სამიზნე, ცოცხალი ყვავილები, დრონის ელემენტი. ასევე ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი, სუნამო.
- დიდი ბრიტანეთი - ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი, სუნამო, ფრჩხილის ლაქი და აცეტონის შემცვლელი სხვა პროდუქცია.
- ჩინეთი - იარაღი, სამიზნე, იარაღის ნაწილები და სხვ, მაგნიტი, სანთელი, სანთებელა (მათ შორის ელექტრო სანთებელა), ფხვნილი, დაპრესილი ფხვნილი, კბილის პასტები, თვალის ჩრდილები, დანა, მაკრატელი და მსგავსი ტიპის ბასრი საგნები, სათამაშო იარაღი, ელექტრო სიგარეტი, ფავერ ბანკი, აკუმულატორი, სითხეები, საღებავი, ფლომასტერი, მცენარეები, სამედიცინო დანიშნულების ტვირთები, ელემენტები (დასაშვებია ელემენტის ჩამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოყვება ნივთს. მაგალითად - მობილურს) და კოსმეტიკური საშუალებები როგორიცაა: მანიკური, აცეტონი, კრემები და სხვა. ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი და სუნამო.
- თურქეთი - მედიკამენტები.