წესები და პირობები

ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულება:

ერთის მხრივ შპს „მილოუ“ შემდგომში საფოსტო კომპანია, ვებ-გვერდი: www.Milou.ge ტელ: 032 211 15 14  და მეორეს მხრივ მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს  „მილოუ“ -ს გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს „ML“ სამომხმარებლო ნომერი, რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს „მილოუ“ -ს მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე და მომხმარებლის რეგისტრაცია არის უფასო და ხდება მომხმარებლის მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე. კომპანიის მომსახურების სარგებლობით, ასევე კომპანიის ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში (შემდგომში „პლატფორმა“) რეგისტრაციით მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება აღნიშნულ პირობებს. შესაბამის ღილაკზე - „ვეთანხმები“ - დაჭერით, ასევე მომხმარებელი ეთანხმება რომ რეგისტრაციის პროცედურების დაწყებამდე გაეცნო, ეთანხმება, სრულად მიიღო და იღებს ვალდებულებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით და ვებგვერდზე გამოქვეყნებული წესების ერთობლიობით.თქვენ გამოხატავთ წერილობით თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულებაზე და აღნიშნული უტოლდება მომხმარებლის მიერ ხელმოწერას.
2.       ტრანსპორტირების ღირებულება , წონის დამრგვალება , გადაფუთვა და გადახდა: 
• ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება შემდეგნაირად: ამანათების თურქეთიდან გამოწერის შემთხვევაში ღირებულება გამოითვლება ამანათის რეალური წონით, 
ამანათის ჩინეთიდან გამოწერის შემთხვევაში ამანათის ღირებულება გამოითვლება რეალური ან მოცულობითი წონით. იმ შემთხვევაში თუ ამანათის რეალური წონა აღემატება მის მოცულობით წონას, ამანათის ღირებულება გამოითვლება მისი რეალური წონით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამანათის მოცულობითი წონა აღემატება მის რეალურ წონას, ამანათის ღირებულება გამოითვლება მისი მოცულობითი წონით.
• მოცულობით წონის გამოთვლის ფორმულა არის შემდეგი: სიგრძე (სმ) x სიგანე (სმ) x სიმაღლე (სმ) / 6000 და ამ ფორმულის შედეგად მიღებული რიცხვი მრავლდება ტარიფზე.
• ტარიფები განთავსებულია კომპანიის პლატფორმაზე. მხარეები თანხმდებიან, რომ დრო და დრო შესაძლოა მოხდეს ტარიფების კორექტირება კომპანიის მიერ. ამის შესახებ მომხმარებელს ეცნობება კომპანიის პლატფორმის/საიტის მეშვეობით. მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენების გაგრძელება ავტომატურად ნიშნავს შეცვლილ ტარიფებზე თანხმობას.
• გადახდა ხორციელდება მხოლოდ ვებ-გვერდზე მითითებული გადახდის საშუალებით. საბანკო დოლარის შესყიდვის კურსით.
• ამანათების ზომაში შემცირება არ ხდება.
• გარდა ამისა, კომპანია უფლებას იტოვებს, მოახდინოს ამანათების გადაფუთვა საჭიროების შემთხვევაში, თუკი კომპანია ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.
2.3 ამანათის წონის დამრგვალება ხდება 100 (ასი) გრამის სიზუსტით.
 
3.       მომხმარებელის ვალდებულება :
3.1        სრულად მიაწოდოს ექსპედიტორს ინფორმაცია გასაგზავნი ტვირთის შესახებ (ტვირთის კატეგორია), ასევე, ტვირთის შესაბამის ოფისში ჩაბარებისას მიუთითოს დეტალური ინფორმაცია ტვირთის მიმღების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ოთახის ნომერი), აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად.
3.2 სარისკო და საფრთხის შემცველი ტვირთის შესახებ მიაწოდოს ექსპედიტორს ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია და არ დამალოს ტვირთის მნიშვნელოვანი მახასიათებელი;
 3.3  მომხმარებელი ვალდებულია ტვირთის შესაბამის ოფისში ჩასვლიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას განკარგოს ამანათი.
3.4  იმ შემთხვევაში თუ კომპანიამ რეისის ჩამოსვლის დათქმულ თარიღს გადააცილა 30 კალენდარული დღით, მომხმარებელს აქვს უფლება მოთხოვოს კომპანიას აუნაზღაუროს ნივთის დადეკლარირებული ღირებულების საფასური.
მსხვრევადი ნივთები
• კომპანია პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება მსხვრევად ნივთებთან დაკავშირებით.
• მომხმარებელი ვალდებულია ამანათის თავდაპირველ გამომშვებს მოსთხოვოს შესაბამისად და უსაფრთხოდ შეფუთული ამანათი.
• მომხმარებელი თავად მიმართავს ამანათის თავდაპირველ გამომშვებს ამანათის შესაბამის შეფუთვასთან დაკავშირებით.
5. აკრძალული ნივთი
აკრძალული ნივთების სია ქვეყნების მიხედვით:

ამერიკა - სითხეები, მაგნიტი, იარაღი, იარაღის ნაწილები, სამიზნე, ცოცხალი ყვავილები, დრონის ელემენტი. ასევე ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი, სუნამო. 
დიდი ბრიტანეთი - ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი, სუნამო, ფრჩხილის ლაქი და აცეტონის შემცვლელი სხვა პროდუქცია.
ჩინეთი - იარაღი, სამიზნე, იარაღის ნაწილები და სხვ, მაგნიტი, სანთელი, სანთებელა (მათ შორის ელექტრო სანთებელა), ფხვნილი, დაპრესილი ფხვნილი, კბილის პასტები, თვალის ჩრდილები, დანა, მაკრატელი და მსგავსი ტიპის ბასრი საგნები, სათამაშო იარაღი, ელექტრო სიგარეტი, ფავერ ბანკი, აკუმულატორი, სითხეები, საღებავი, ფლომასტერი, მცენარეები, სამედიცინო დანიშნულების ტვირთები, ელემენტები (დასაშვებია ელემენტის ჩამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოყვება ნივთს. მაგალითად - მობილურს) და  კოსმეტიკური საშუალებები როგორიცაა: მანიკური, აცეტონი, კრემები და სხვა. ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი და სუნამო.
თურქეთი - მედიკამენტები.
ასევე სხვა კანონმდებლობით აკრძალული ნივთები.

კომპანიას არ წარმოეშობა ვალდებულება გასწიოს მომსახურება იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა გამოიწერა აკრძალული ნივთი.


6.       საკურიერო მომსახურება

6.1       “მილოუ“- მომხმარებელს სთავაზობს საკურიერო სერვისს როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
 
 
6.2        მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის დროს სწორად მიუთითოს მიმღების მისამართი, რათა საკურიერო მომსახურება შეუფერხებლად შესრულდეს.
 
6.3        საკურიერო მომსახურება, თბილისის მასშტაბით, ხორციელდება 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში. რეგიონალური საკურიერო მომსახურების ვადები განისაზღვრება შესაბამისი გრაფიკით. კვირას საკურიერო მომსახურება არ ხორციელდება.
  
6.4        თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება უფასოა.
6.5        საკურიერო მომსახურება ხორციელდება მომხმარებლის მიერ  მითითებულ            მისამართზე ორჯერ. თუ ამანათის ჩაბარება ვერ მოხერხდება, კომპანია იტოვებს უფლებას საკურიერო მომსახურების საფასური გადაახდევინოს მომხმარებელს.ე
 
6.6        მიმღების მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ ამანათებზე რომლებიც საქართველოში არ ჩამოსულა, სხვა შემთხვევაში ამანათის მიტანა მიმღების შეცვლილ მისამართზე არ მოხდება.
 
6.7        არ დაიშვება მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში დარეკვით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
 
6.8        კურიერი არ აიტანს ამანათს სართულებზე.
 
6.9        ტვირთის მიმღების მისამართზე მისვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე/ნომრებზე ტვირთის ჩაბარებამდე 20-25 წუთით ადრე, რათა გადასცეს მიმღებს
 
      6.10    ტვირთის მისამართზე მიღებისას აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი    მოწმობის წარდგენა


     6.11  კომპანია უფლებამოსილია არ გადასცეს მომხმარებელს ამანათი, იმ 
შემთხვევში, თუ მომხმარებელს გააჩნია კომპანიის დავალიანება


7. ფორს-მაჟორული სიტუაცია
• კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა საკუთარი ვალდებულებების სრულიად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეული იქნა :ომი, სამხედრო ან საბრძოლო ხასიათის ნებისმიერი მოქმედებები, ბუნებრივი კატასტროფები, ეპიდემიები, დივერსიები, გაფიცვები, აგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებსაც ასეთებად ცნობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო.
• ვალდებულება შესრულებულ იქნება ფორს-მაჟორის გამომწევი გარემოების დასრულების შემდგომ